logo
ENG



"ვიქნები ორიგინალური და არ წავალ პოლიტიკაში" - ნაზი ჯანეზაშვილი NGO-ს დააფუძნებს

18 ივნ 202111:44
3 წუთის საკითხავი
 

ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოში მუშაობას ასრულებს, თუმცა, სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუშაობას გააგრძელებს. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს დღეს, 18 ივნისს უფლებამოსილების ვადა ეწურება. 

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციას დააფუძნებს. 

"ვიქნები ორიგინალური და არ წავალ პოლიტიკაში. გადავწყვიტე, რომ გავაგრძელო სასამართლოს თემაზე ძალიან სიღრმისეული და ფუნდამენტური მუშაობა. არ ვაპირებ, ამ ოთხწლიანი საქმიანობის შემდეგ დავასრულო ეს ეტაპი და შევეგუო იმ სიტუაციას და მდგომარეობას, რაც არის ჩვენი ქვეყნის სასამართლო სისტემაში. მე ვაპირებ, რომ დავაფუძნო ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებს მხოლოდ სასამართლოს თემაზე. 

ახალი, განსხვავებული მეთოდებით და მიდგომებით და განსხვავებული რესურსებით ვაპირებ ამ საკითხზე სიღრმისეულ და გრძელვადიან პერსპექტივაში მუშაობას. ვფიქრობ, ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ხალხს და მოსახლეობას. ჩემი მიზანია, სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი და ეფექტიანი". - თქვა ნაზი ჯანეზაშვილმა

ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად 2017 წლის ივნისში, 4 წლის ვადით აირჩიეს. ამ წლების განმავლობაში ის ამხელდა და უპირისპირდებოდა მოსამართლეთა კლანს, რომელიც სისტემას მართავს. ლაპარაკობდა ნეპოტიზმის ფაქტებზე სასამართლო სისტემაში, ასევე, მათ დაბალ კვალიფიციკაციასა და სხვადასხვა სახის კანონდარღვევებზე.

ამის გამო ნაზი ჯანეზაშვილი მუდმივად იყო იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან დისკრიმინაციის, შეურაცხყოფის და თავდასხმის ობიექტი. 


close დახურვა